პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი იმით ახსნა, რომ თავად ბიულეტენში არ იყო

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბიულეტენში თავად არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამაჯერებლად გაიმარჯვებდნენ. წინასწარი შედეგებით, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში.

ტრამპმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი იმით ახსნა, რომ თავად ბიულეტენში არ იყო
რადიო თავისუფლება

4 ნოემბერს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ საარჩევნო ბიულეტენში არ ყოფილა და რომ ყოფილიყო, დამაჯერებლად გაიმარჯვებდნენ.

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე.

დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას აჩვენებს წამყვანი მედიასაშუალებების(CNN, NBC, CBS, Associated Press, New York Times) მონაცემები.

3 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35.

ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - სულ მცირე 218 წარმომადგენელთა პალატაში და სულ მცირე 51 სენატში.

არჩევნების შედეგების გამოცხადების დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Times-ს უთხრა, რომ თუ დემოკრატები გამარჯვებას მოიპოვებენ, მათთან ითანამშრომლებს. მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება.

კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მაღალი შედეგების კომენტირებისას დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ს უთხრა, რომ რესპუბლიკელების მარცხს თავის თავზე დარტყმად არ მიიჩნევს.

Associated Press-ი წერს, რომ რესპუბლიკელების რამდენიმე კანდიდატი, რომლებსაც მხარს ტრამპი უჭერდა, დემოკრატებთან დამარცხდნენ იმ შტატებში, სადაც თავად დონალდ ტრამპმა იოლად გაიმარჯვა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ის წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობას კანდიდატებს აკისრებს და არა საკუთარ პოლიტიკას, მაგალითად, ეკონომიკის სფეროში, ან ომს ირანის წინააღმდეგ.

კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა საწვავის, ელექტროენერგიის, სურსათის და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებით ამომრჩევლებში გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე.

არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გართულდება მისთვის სასურველი ინიციატივების გატარება და შესაბამისი კანონების მიღება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ქვეყნის ბიუჯეტი.

„ისტორიული გამარჯვება"

წამყვანი მედიასაშუალებები ხაზს უსვამენ დემოკრატების მიერ მიღწეულ რამდენიმე „ისტორიულ გამარჯვებას“.

კანზასის შტატიდან სენატორის არჩევნებში პირველად თითქმის ბოლო ასი წლის განმავლობაში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ადამ ჰამილტონმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ მარშალი დაამარცხა.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა ტეხასში, შტატში, სადაც ბოლო ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

სენსაციად შეფასდა დემოკრატი ენი ენდრიუსის მიერ რესპუბლიკელი დარლინ გრემის დამარცხებაც სამხრეთ კაროლინაში, სადაც თითქმის 30 წლის განმავლობაში რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ.

იმ შტატებიდან, სადაც 3 ნოემბერს სენატორები აირჩიეს, ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში, ოჰაიოში, აიოვაში, კანზასში და ჩრდილოეთ კაროლინაში წინა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ზოგადად, კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ანალიტიკოსები უკვე უწოდებენ რესპუბლიკელების კოლაფსს და ლურჯ ცუნამის. ლურჯი დემოკრატიული პარტიის ფერია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოAP: აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს
  2. რუსთავი 2სამთავრობოშეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა პარტიამ" გაიმარჯვა
  3. BM.GEოპოზიციურიდემოკრატებმა კონტროლი სენატზეც დაიბრუნეს
  4. TV პირველიოპოზიციურიდემოკრატებმა აშშ-ის კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს - ტრამპის რესპუბლიკელებმა ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგეს
  5. ბათუმელებიოპოზიციური„ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს შეეგუოს კონტროლს“ – აშშ-ში არჩევნებს დემოკრატები იგებენ
  6. იმედინიუსისამთავრობოAP: ტრამპის პარტიამ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც დაკარგა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ „დემოკრატებთან“ მუშაობისთვის მზადააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები