AP: აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს
Associated Press-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს, ხოლო „დემოკრატები“ 51 მანდატს იღებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტია, კონგრესში გამართული შუალედური არჩევნების შედეგად სენატში უმრავლესობას კარგავს. კენჭისყრის წინასწარ შედეგებს Associated Press-ი ავრცელებს.
წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 51 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 39 მანდატი ერგება.
რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 171 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ - 105. ხმების დათვლა გრძელდება.
„რესპუბლიკელები“ აგებენ გუბერნატორების არჩევნებსაც. Associated Press-ის წინასწარი მონაცემებით, 22 შტატში გუბერნატორის პოსტს „დემოკრატი“ კანდიდატი დაიკავებს, ხოლო 13 შტატში - „რესპუბლიკელი.
ცნობისთვის აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…