პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატა დაიბრუნეს - პარტია 248 ხმით ბოლო 20 წლის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს

NBC News-ის პროგნოზით, დემოკრატებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 248 მანდატით უმრავლესობა მოიპოვეს, რის გამოც დონალდ ტრამპი კონგრესზე სრულ კონტროლს დაკარგავს. პარტია ტრამპის ბიზნესსაქმიანობის გამოძიებასა და კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს.

დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატა დაიბრუნეს - პარტია 248 ხმით ბოლო 20 წლის საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს
BM.GE

NBC News-ის პროგნოზით, დემოკრატიულმა პარტიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვა.

წინასწარი გათვლებით, პარტია დაახლოებით 248 მანდატს მიიღებს, რაც უმრავლესობისთვის საჭირო 218-ადგილიან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება. დემოკრატები ქვედა პალატის მართვას 3 იანვრიდან გადაიბარებენ, პარტიის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება.

ამ შედეგით დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კონგრესზე სრულ კონტროლს პირველად დაკარგავს. რაც შეეხება სენატს, იქ გამარჯვებული პარტიის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დემოკრატებს მხოლოდ 2 შტატის შემობრუნებაღა სჭირდებათ, მათ შორის ტეხასის, სადაც NBC ჯეიმს ტალარიკოს მოგების 75%-იან შანსს აძლევს. ის კონკურენტს 20%-იანი უპირატესობით სჯობნის.

ინფორმაციისთვის, ახალი მოწვევის კონგრესში დემოკრატიული პარტია კანონპროექტების უბრალო უმრავლესობით დამტკიცებასა და კომიტეტების გაკონტროლებას შეძლებს. ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ კანონმდებლები ოთხ მთავარ პრიორიტეტზე კონცენტრირდებიან. კერძოდ, პარტია Medicaid-ის პროგრამის დაფინანსების აღდგენას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის სუბსიდიების გახანგრძლივებას, ტარიფების დაწესებაზე კონგრესის უფლებამოსილების დაბრუნებასა და ირანთან რვათვიანი ომის შეჩერებას გეგმავს.

პარალელურად, ზედამხედველობის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის, რობერტ გარსიას თქმით, დემოკრატები ტრამპის ოჯახის ბიზნესსაქმიანობასა და კრიპტოვალუტის პროექტებს გამოიძიებენ, რომლებმაც პრეზიდენტს $1 მილიარდზე მეტი მოუტანა. კომიტეტი ასევე შეისწავლის საიმიგრაციო სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის შესაძლო გადაცდომებს, კორპორაციულ კორუფციასა და ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებს. ამასთან, ჯეფრისმა აღნიშნა, რომ პარტია ფაქტებსა და კონსტიტუციას დაეყრდნობა, რაც შეეხება პრეზიდენტის მესამედ იმპიჩმენტის საკითხს, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ცნობისთვის, თანამედროვე ისტორიაში მოქმედი პრეზიდენტის პარტია შუალედურ არჩევნებში მანდატებს თითქმის ყოველთვის კარგავს. გამონაკლისი მხოლოდ 1998 და 2002 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ამომრჩევლებმა რესპუბლიკელების მიერ ბილ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობა უარყოფითად აღიქვეს, მოგვიანებით კი, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ჯორჯ ბუშის გარშემო გაერთიანდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
3 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები