პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში ხმების დათვლა მიმდინარეობს, პირველი შედეგები დემოკრატების წარმატებას აჩვენებს

აშშ-ში მიმდინარე ხმების დათვლის პირველადი პროგნოზებით, დემოკრატები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოპოვებას შეძლებენ.

აშშ-ში ხმების დათვლა მიმდინარეობს, პირველი შედეგები დემოკრატების წარმატებას აჩვენებს
რადიო თავისუფლება

ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და სენატის 100 წევრიდან 35.

3 ნოემბრის არჩევნებამდე ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს სულ მცირე 218 ადგილი სჭირდებათ.

სენატში უმრავლესობის მისაღებად საჭიროა სულ მცირე 51 ადგილი.

პირველი შედეგები

NBC News-ის და CBS News-ის პროგნოზებით, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დემოკრატებს ექნებათ.

AP-ის მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატები სენატის არჩევნებში იმარჯვებენ კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოში. რესპუბლიკელების კანდიდატი იმარჯვებს ვაიომინგში.

NBC News-ის ინფორმაციით, სენატის არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა გაიმარჯვა სამხრეთ კაროლინაში.

რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი, მისი კაბინეტის წევრები და პოლიტიკური მრჩევლები არჩევნების შედეგებს თეთრი სახლის აღმოსავლეთის დარბაზიდან აკვირდებიან.

თეთრ სახლში ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, პრეზიდენტი ტრამპი ბიულეტენში არ ყოფილა, ამომრჩევლები კი უბნებზე მიდიან, როცა ბიულეტენში ის არის.

ინფორმაცია განახლდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რას უნდა ველოდოთ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები