პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სავაჭრო ქსელ HotMaxx-ის თანადამფუძნებელ ჭანგ ნინგს შეხვდა, სადაც ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოებისა და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების საკითხები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს ჭანგ ნინგს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, რა პროცესშიც განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ბაზარს ეთმობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები