პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სავაჭრო ქსელ HotMaxx-ის თანადამფუძნებელ ჭანგ ნინგს შეხვდა, სადაც ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოებისა და პროდუქციის ცნობადობის გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს ჭანგ ნინგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივები.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, რა პროცესშიც განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ბაზარს ეთმობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, რა პროცესშიც განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ბაზარს ეთმობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის. შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები