მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტ ცაო ტეჟუნგს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გასაფართოებლად პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა.
შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მწარმოებლებისა და ჩინური კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას, ინფორმაციის გაცვლასა და პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით ორ სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაში მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…