მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სავაჭრო ქსელ HotMaxx-ის თანადამფუძნებელ ჭანგ ნინგს შეხვდა. მხარეებმა ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოებისა და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარების საკითხები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ პროცესში კი განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის ბაზარს ეთმობა. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს, ჭანგ ნინგს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…