მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფება, სადაც შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და საერთაშორისო იმპორტის გამოფენას დაესწრება.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. შანხაიში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. აქცენტი საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდება.
მარიამ ქვრივიშვილი დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიასაც.
ქართული მხარის განმარტებით, აღნიშნული ექსპოზიცია არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ქართული კომპანიებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად. მინისტრი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი 1 თვის შემდეგ ჩინეთში კვლავ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში სამუშაო შეხვედრას განაგრძობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…