პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი 1 თვის შემდეგ ჩინეთში კვლავ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად შანხაიში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და საერთაშორისო იმპორტის გამოფენას დაესწრება.

მარიამ ქვრივიშვილი 1 თვის შემდეგ ჩინეთში კვლავ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
BM.GE

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ერთი თვის შემდეგ კვლავ ჩინეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას.

ეკონომიკის მინისტრი მოადგილეებთან თამარ იოსელიანთან, ირაკლი ნადარეიშვილთან და გენადი არველაძესთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით სექტემბრის ბოლოს იმყოფებოდა. ერთი თვის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაში ის შეხვდა ჩინეთის კომერციის და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე Air China-ს პრეზიდენტს, ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International-ის თავმჯდომარეს, მსოფლიოში წამყვანი პორტებისა და საკონტეინერო ტერმინალების ოპერატორი კომპანიის - China COSCO SHIPPING Corporation Limited-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს. ასევე მონაწილეობა მიიღო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი ჩინეთს დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. ამჯერად მის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და თამარ იოსელიანი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

„ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, სადაც ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან. ჩვენი ამოცანაა ექსპორტის მოცულობის ზრდა, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ტრადიციულად საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, სადაც ქვეყანა სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ბიზნეს, სავაჭრო ურთიერთობები და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
  4. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები