ირაკლი კირცხალიამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკურად მიკერძოებული და ე.წ "დიფ სთეითის" ნაკარნახევი უწოდა - პოლიტიკოსი ორგანიზაციის ეგიდით გამოქვეყნებულ სიას, მორიგ ლუსტრაციად მიიჩნევს
ირაკლი კირცხალიამ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშს, სადაც მედიაზე ნეგატიური გავლენის მქონე პირებს შორის ბიძინა ივანიშვილიცაა დასახელებული, პოლიტიკურად მიკერძოებული და „დიფ სთეითის“ ნაკარნახევი უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პოლიტიკურად მიკერძოებული და ე.წ "დიფ სთეითის" ნაკარნახევი უწოდა. ირაკლი კირცხალია, ორგანიზაციის ეგიდით გამოქვეყნებულ სიას, რომელშიც მედიაზე ნეგატიური გავლენის მქონე პოლიტიკოსებში ტრამპთან, ერდოღანთან და ნეთანიაჰუსთან ერთად ბიძინა ივანიშვილიცაა მოხსენიებული ე.წ. კორპორაციების მორიგ ლუსტრაციად მიიჩნევს. პოლიტიკოსმა დღეს, საზოგადოებას "ნაცმოძრაობის" დროს არსებული მედიის ტოტალური კონტროლი და ძალადობა შეახსენა, რომელზეც RSF-ს პროტესტიც კი არასდროს დაუფიქსირებია. კირცხალიას თქმით, საქართველოში მედიაპლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაბრუნებაში უზარმაზარი წვლილი, სწორედ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესა და დამფუძნებელს მიუძღვის.
გამუდმებულ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მის ეროვნულ პოზიციას უკავშირებენ საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები. ამბობენ, რომ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე იმ ორგანიზაციების სიაშია, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების გამო ამხილა. ლიდერების თქმით, ევროპაში მოქმედი ოლიგარქიული გავლენის ძალები, მმართველი პარტიის დამფუძნებელს, საქართველოს ინტერესების პერსონალურზე მაღლა დაყენების გამო ებრძვიან და მის დისკრედიტირებას ყველა ფორმით ცდილობენ.
RSF-ის რეიტინგმა დაბნეულობა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. სიაში ამერიკის პრეზიდენტის მოხვედრამ მათი განცხადებების რიტორიკა შეცვალა.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მიერ გამოქვეყნებულ სიას უცხოელი ლობისტების მიერ ოპოზიციისთვის შექმნილ საინფორმაციო დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, 2012 წელს საქართველომ, ტოტალიტარიზმის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის და ანტიდემოკრატიული პროცესებისგან, თავი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თავგანწირვით დააღწია.
ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მედიაზე გავლენის მქონე პირების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია"პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კირცხალია RSF-ის ანგარიშზე
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
ირაკლი კირცხალია: როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“
"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიის შესახებ: “პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი”
ირაკლი კირცხალია - ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა არის საზღაური, რომელსაც ის იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სუვერენიტეტს არ თმობს - გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისთვის მზად არის!
ირაკლი კირცხალია: “ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…