ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიის შესახებ: “პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანას აბსურდი და ზეწოლის მორიგი მცდელობა უწოდა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით, მსურს, გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად შეიყვანეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება. ამავდროულად, ისიც არახალია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება.
თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია, ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად.
ჩვენს პოლიტიკურ გუნდში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიერ გამოქვეყნებული აბსურდი, უფრო კონკრეტულად კი, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ეს მორიგი მცდელობა გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს მათი მექანიზმები იმ ლიდერების და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ომის ნაცვლად – მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად – თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად – სუვერენიტეტს ირჩევენ”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კირცხალია RSF-ის ანგარიშზე
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
ირაკლი კირცხალია: როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“
"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა
ირაკლი კირცხალია - ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა არის საზღაური, რომელსაც ის იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სუვერენიტეტს არ თმობს - გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისთვის მზად არის!
ირაკლი კირცხალია: “ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს”
ციტატები სტატიიდან
„პოლიტიკური გუნდის სახელით, მსურს, გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად შეიყვანეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…