"პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კირცხალია RSF-ის ანგარიშზე
უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, RSF-ის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში“ ბიძინა ივანიშვილის შეყვანა მიზანმიმართულია და მათი ერთ კონტექსტში ხსენება „ღიმილისმომგვრელია“.
უმრავლესობის ლიდერი ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
როგორც ირაკლი კირცხალიამ "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის სახელით, მსურს, გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიას, რომელშიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად შეიყვანეს. პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
ირაკლი კირცხალია: როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“
"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიის შესახებ: “პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი”
ირაკლი კირცხალია - ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა არის საზღაური, რომელსაც ის იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სუვერენიტეტს არ თმობს - გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისთვის მზად არის!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…