პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია

ქართული ოცნება

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა აბსურდი და მასზე ზეწოლის მორიგი მცდელობაა.

ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
იმედინიუსი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით მსურს გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად შეიყვანეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებული სია ღიმილის მომგვრელია, ამავე დროს, მოსახლეობა აღნიშნული ორგანიზაციის შეფასებებს, ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება.

„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება, ამავდროულად, ისიც არახალია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება. თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ეს აბსურდი, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის მორიგი მცდელობაა, რაც ნათლად ასახავს, თუ როგორ მუშაობს გლობალური ომის პარტიის მექანიზმები იმ ლიდერებისა და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიერ გამოქვეყნებული აბსურდი, უფრო კონკრეტულად კი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ეს მორიგი მცდელობა გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს მათი მექანიზმები იმ ლიდერების და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ომის ნაცვლად - მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად - თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად - სუვერენიტეტს ირჩევენ,“ - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო"პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კირცხალია RSF-ის ანგარიშზე
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“
  3. TV პირველიოპოზიციური"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა
  4. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიის შესახებ: “პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი”
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა არის საზღაური, რომელსაც ის იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სუვერენიტეტს არ თმობს - გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისთვის მზად არის!
  6. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: “ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება, ამავდროულად, ისიც არახალია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება. თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად“
„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიერ გამოქვეყნებული აბსურდი, უფრო კონკრეტულად კი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ეს მორიგი მცდელობა გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს მათი მექანიზმები იმ ლიდერების და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ომის ნაცვლად - მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად - თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად - სუვერენიტეტს ირჩევენ,“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები