"სხვადასხვა ყალბი ანგარიშით ცდილობენ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენას " - შალვა პაპუაშვილი RSF-ის სიაზე
შალვა პაპუაშვილმა RSF-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანას აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ყალბი ანგარიშებით სახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას და ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობენ.
კიდევ ერთი აბსურდი და ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მორიგი მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ანგარიშს, სადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე იმ პირების სიაშია, რომლებიც, ორგანიზაციის მტკიცებით, მედიაზე გავლენას ეკონომიკურად ახდენენ.
საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Amnesty International-ისა და ვენეციის კომისიის მიმართ ნდობა შემცირებულია. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი ორგანიზაციები სხვადასხვა ანგარიშითა და შეფასებით ცდილობენ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საჯარო განცხადებები მათი გავლენისა და დაფინანსების საკითხებზე დამატებით კითხვებს აჩენს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ გზით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაც ხორციელდება.
"ასეთ ორგანიზაციებს ახლა სანდოობა რომ არ აქვს, მგონი, ვხვდებით, ხომ? ვუსმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რას საუბრობს ის Amnesty International-ზე, რას საუბრობს ის ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს და ასე შემდეგ. ეს ორგანიზაციები არის შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენები და სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ამგვარი ყალბი ანგარიშებით გავლენის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფოები.
ეს არის მთელი ქსელი ამ ორგანიზაციების, რომელზეც დღეს კარგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბროს. აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობდა მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, USAID-ზე და ა.შ., რომელიც თაღლითობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ამხილა და ახლა საუბრობს უკვე საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე, ვენეციის კომისიაზე, Amnesty International-ზე და სხვებზე, მათ შორის ამგვარ ორგანიზაციებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ახალი ტალღა ამ ქსელის მხილების, რომლის ერთადერთი მიზანი არის სხვადასხვა სახელმწიფოს დაქვემდებარება, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, სწორედ მიზანი ეს არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერანაირად სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ, ასე ვთქვათ, და შეეცადონ, რომ ზიანი მიაყენონ, მაგრამ თავის თავს იხდიან საბოლოო ჯამში სასაცილოდ", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოაქვეყნა, ე.წ. "პრესის თავისუფლების მტაცებელთა" სია, რომელშიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანეს.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის სახელით, საკითხს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კირცხალიას თქმით, პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ასეთ ორგანიზაციებს ახლა სანდოობა რომ არ აქვს, მგონი, ვხვდებით, ხომ? ვუსმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რას საუბრობს ის Amnesty International-ზე, რას საუბრობს ის ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს და ასე შემდეგ. ეს ორგანიზაციები არის შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენები და სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ამგვარი ყალბი ანგარიშებით გავლენის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფოები. ეს არის მთელი ქსელი ამ ორგანიზაციების, რომელზეც დღეს კარგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბროს. აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობდა მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, USAID-ზე და ა.შ., რომელიც თაღლითობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ამხილა და ახლა საუბრობს უკვე საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე, ვენეციის კომისიაზე, Amnesty International-ზე და სხვებზე, მათ შორის ამგვარ ორგანიზაციებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ახალი ტალღა ამ ქსელის მხილების, რომლის ერთადერთი მიზანი არის სხვადასხვა სახელმწიფოს დაქვემდებარება, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, სწორედ მიზანი ეს არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერანაირად სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსთვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ, ასე სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ, ასე ვთქვათ, და შეეცადონ, რომ ზიანი მიაყენონ, მაგრამ თავის თავს იხდიან საბოლოო ჯამში სასაცილოდ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…