"ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართა
„ქართულმა ოცნებამ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა მას შემდეგ, რაც RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეიყვანა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ამას სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ივანიშვილს ეროვნული ინტერესების დაცვის გამო სჯიან.

"ქართულმა ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ბიძინა ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სიას გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.
კირცხალიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს სჯიან იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა "ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს".
ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად შერჩევითია არაფორმალური ოლიგარქიული ძალების გავლენით მოქმედი საერთაშორისო აქტორების შეფასებები და რამდენად ხშირად აყენებენ ეს ძალები პოლიტიკურ ინტერესებს რეალობაზე მაღლა.
სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მორიგ სპეკულაციასთან დაკავშირებითაც, რადგან შეუძლებელია საქართველოში მედიაგარემოს აფასებდე და არ იმჩნევდე რეალობას, რომლის ობიექტური შეფასებისას აშკარაა, რომ საქართველო როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში მედია გარემო დღეს იმდენად პლურალისტურია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვისა და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ნებისმიერი ბრალდების გაჟღერების შესაძლებლობა აქვთ. მეტიც, თავად განსაჯეთ რამდენად აბსურდულია აღნიშნული ბრალდება, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდის იარაღად ქცეულ მედიასაშუალებათა დიდი ნაწილი საქართველოს მოსახლეობის მიერ, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას დღემდე არ აღიარებს; ასევე, ამ მედიასაშუალებების და ე.წ. ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი საქართველოში რევოლუციური პროცესების ავანგარდში იდგნენ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორც პირადად ჩემთვის, ისე მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის საამაყოა, რომ დღეს საქართველოში სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც არასდროს!
ამ ფონზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე ფიგურა, პირადი, მაღალი რისკის ფასად, იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.
რასაკვირველია, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო.
გარწმუნებთ, რომ როგორც პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისე „ქართული ოცნება“ და რაც მთავარია, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი ამ ყველაფრისთვის მზად არის! “, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს.
ივანიშვილი „ეკონომიკური ზეწოლის“ კატეგორიაშია. RSF-ის შეფასებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები ფინანსური ბერკეტებით დამოუკიდებელი მედიის დასუსტებას, მისი დაფინანსების შეზღუდვასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.
წლევანდელ სიაში პირველად მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩამონათვალში ასევე არიან ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.
ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული მეთოდებისა, სიაში მოხვედრილ პირებს საერთო მიზანი აქვთ - ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოების დამოუკიდებელი ინფორმაციის გარეშე დატოვება.
ორგანიზაციამ ანგარიში 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოაქვეყნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია" - ირაკლი კირცხალია RSF-ის ანგარიშზე
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია
ირაკლი კირცხალია: როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიის შესახებ: “პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია – რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი”
ირაკლი კირცხალია - ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა არის საზღაური, რომელსაც ის იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სუვერენიტეტს არ თმობს - გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისთვის მზად არის!
ირაკლი კირცხალია: “ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს”
ციტატები სტატიიდან
„ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს - გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…