პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: “როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ამჯერად, ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანას აბსურდულ იარლიყს და ორმაგ სტანდარტს უწოდებს.

ირაკლი კირცხალია: “როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ამჯერად, ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“
POSTV

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას აფასებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.

„არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ამ ორგანიზაციის შეფასებები ნათლად აჩვენებს იმ დამოკიდებულებას, მათ შორის ორმაგ სტანდარტებს, რაც სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მიმართ არსებობს. ანუ, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს და არ თმობს სუვერენიტეტს იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება სხვადასხვა იარლიყების მიწებების მცდელობაა. ამჯერად, ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია“.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არა პირადი მოსაზრება ან შეხედულება, არამედ დადასტურებული ფაქტია, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც.

მეტი თვალსაჩინოებისთვის საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში, როდესაც ამ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალას სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული, ყველა მსხვილი მედია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, ერთი პოლიტიკური პარტიის სრულ კონტროლსა და გავლენას ექვემდებარებოდა.

დამოუკიდებლობისგან სრულად დაცლილი მედია მმართველი პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა. საინფორმაციო სივრცეში არ არსებობდა პლურალიზმი, რეჟიმისგან განსხვავებული პოზიცია და კრიტიკული აზრი კი იმდენად მიუღებელ და დანაშაულებრივ მოვლენად იყო ქცეული, რომ ამ თემაზე ღიად საუბარიც კი წინააღმდეგობის გაწევისა და პირადი გამბედაობის, ლამის გმირობის გამოხატულებად იქცა.

ქვეყანაში არ არსებობდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჩამოყალიბებული იყო საინფორმაციო მონოპოლია, სადაც საზოგადოებას რეალობის მხოლოდ ერთი, მმართველი ძალისთვის სასურველი ვერსია მიეწოდებოდა, მისი არმიღების შემთხვევაში კი, სასჯელი გარანტირებული იყო!

ამ ფონზე, ასეთ ავტორიტარს და მის რეჟიმს, რომელმაც როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით – ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენს ქვეყანას და ხალხს, „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ, მათი მმართველობის პერიოდს კი საქართველოს დემოკრატიულ წარმატებად წარმოაჩენდნენ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ, სანამ ეს რეჟიმის უცხოელი პატრონებისთვის იყო სარგებლის მომტანი”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი წლებია არაფორმალური სანქციების ქვეშაა - ყველა საშუალებით თავდასხმა ხდება ადამიანზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მშვიდობისა და სუვერენიტეტისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები