პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდნენ, სადაც მანდარინის ექსპორტის, არასტანდარტული მოსავლის ჩაბარებისა და სახელმწიფო სუბსიდირების საკითხები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში ფერმერებსა და ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა და საადრეო მანდარინის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.

ფერმერებთან შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სეზონის მთავარი პრიორიტეტებია ფერმერების მხარდაჭერა, მოსავლის დროული რეალიზაცია და მათი შემოსავლების ზრდა. მისივე თქმით, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბაზრების მოძიება და ქართული ციტრუსის ადგილობრივ ბაზარზე ფართოდ წარმოდგენა.

შეხვედრაზე განიხილეს საექსპორტო ლოჯისტიკისა და მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ხელშეწყობასა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის განხორციელებას.

მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაქვის სანერგე მეურნეობის სათბურიც დაათვალიერეს, სადაც საქართველოს ეროვნულ კატალოგში რეგისტრირებული ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციური35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო
  3. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძემ, დავით სონღულაშვილთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები