პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო

აჭარის მთავრობასურსათის ეროვნული სააგენტო

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, სადაც არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი იქნება, ხოლო ჩაბარების საერთო ფასი 40 თეთრი. წელს რეგიონში 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან.

დავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო.

შტაბის მიზანია საექსპორტო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სეზონთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად გადაწყვეტა.

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხოლო მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. საკოორდინაციო შტაბი უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციას, რათა დროულად გადაწყდეს სეზონთან დაკავშირებული საკითხები და ხელი შევუწყოთ როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებასა და გადამუშავებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მოსავალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენს, ხოლო საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი კილოგრამზე 40 თეთრი იქნება.

მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა. შტაბი კოორდინაციას გაუწევს საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების გაცემის პროცესს, ასევე მონიტორინგს გაუწევს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესს.

სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის - 1501-ის საშუალებით შეეძლებათ. საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხოლო მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. საკოორდინაციო შტაბი უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციას, რათა დროულად გადაწყდეს სეზონთან დაკავშირებული საკითხები და ხელი შევუწყოთ როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებასა და გადამუშავებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მოსავალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები