ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობა

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც ბიუჯეტის შესრულება, ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება, ტურიზმის დინამიკა და არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების საკითხი განიხილეს.

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაფინანსების ზრდაზე.

ზურაბ პატარაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებაზე, სამედიცინო მომსახურების დამატებით დაფინანსებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა. ბიუჯეტის ზრდით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებით მიიღონ მხარდაჭერა ყველა საჭირო სამედიცინო სერვისის მისაღებად.

რეგიონში მზარდია ტურიზმის დინამიკა. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების, ფრენებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარებამ, ბიზნესთან თანამშრომლობამ და რეგიონის პოპულარიზაციამ მოსახლეობისთვის მთელი წლის განმავლობაში უნდა შექმნას შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია, ასევე ზამთრის სეზონისთვის მზადება, მათ შორის, მაღალმთიან აჭარაში გზების და კომუნიკაციების მოწესრიგება.

გრძელდება ქართული კულტურის წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შემოქმედებითი კოლექტივების გასტროლები და ხელოვანების მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, აჭარის ცნობადობის ზრდასა და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მთავრობის თავმჯდომარემ ციტრუსის სეზონისთვის მზადებაზე, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებასა და მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც საწარმოებისა და შესაბამისი უწყებების შეთანხმებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები