პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

სურსათის ეროვნული სააგენტოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარაში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც სეზონის შეუფერხებლად წარმართვა და არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება განიხილეს.

დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა
იმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვის, მოსავლის რეალიზაციის, საექსპორტო ლოგისტიკისა და მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერების მხარდაჭერას, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებასა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის განხორციელებას.

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართული მხარე შეთანხმებულად მუშაობდეს. ჩვენი მიზანია სეზონის განმავლობაში დროულად ვუპასუხოთ არსებულ საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ ფერმერებსა და საწარმოებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ მოსავლის სრულად ათვისება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს, მათ შორის სათბური, სადაც ციტრუსოვანთა 15 ჯიში იზრდება. აღნიშნული ჯიშები საქართველოს ეროვნულ კატალოგშია რეგისტრირებული.

დავით სონღულაშვილმა, ზურაბ პატარაძესა და დენის სალუქვაძესთან ერთად, სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრთან ერთად, ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციური35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო
  3. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძემ, დავით სონღულაშვილთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართული მხარე შეთანხმებულად მუშაობდეს. ჩვენი მიზანია სეზონის განმავლობაში დროულად ვუპასუხოთ არსებულ საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ ფერმერებსა და საწარმოებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ მოსავლის სრულად ათვისება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები