პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ამავდროულად, ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ვინაიდან ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 90%-ს აღემატება, ხოლო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ამავდროულად, ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ვინაიდან ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
იმედინიუსი

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგიც.

„თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დონეს გადავხედავთ, გარკვეულ ეტაპზე ის დაახლოებით 60-65%-ს შეადგენდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამავდროულად, ვაძლიერებთ ჩვენს შიდა სისტემას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბოლოოდ, ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა 90%-ზე მეტია, რაც მოწმობს, რომ სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები