პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება

აჭარის მთავრობაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსურსათის ეროვნული სააგენტო

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება: სახელმწიფო 35 თეთრს გამოყოფს, საწარმო – 5 თეთრს, რის შედეგადაც ჩაბარების ფასი კილოგრამზე 40 თეთრი იქნება.

35 თეთრი კილოგრამზე - არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება
BM.GE

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი არასტანდარტული მანდარინი წელსაც დასუბსიდირდება. სახელმწიფო სუბსიდია კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენს, ხოლო საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი კილოგრამზე 40 თეთრი იქნება.

მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უკვე გაიხსნა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, შტაბის მიზანია საექსპორტო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სეზონთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად გადაწყვეტა.

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხოლო მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. საკოორდინაციო შტაბი უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციას, რათა დროულად გადაწყდეს სეზონთან დაკავშირებული საკითხები და ხელი შევუწყოთ როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებასა და გადამუშავებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მოსავალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა. შტაბი კოორდინაციას გაუწევს საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების გაცემის პროცესს, ასევე მონიტორინგს გაუწევს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროცესს.

სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის - 1501-ის საშუალებით შეეძლებათ. საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გასულ სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 27 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი გავიდა, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში 14 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი გადამუშავდა. მთავრობის მონაცემებით, მისი რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი სუბსიდია გამოყო. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი კომპანია იბარებდა, არასტანდარტულ ნაყოფს კი ქობულეთში მოქმედი ორი საკონსერვო ქარხანა ამუშავებდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ბიუჯეტიდან კვლავ სუბსიდირდება არასტანდარტული ვაშლი. მთავრობამ 10-წლიანი პრაქტიკის შემდეგ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა სექტემბერში ოფიციალურად შეწყვიტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ პრიორიტეტი იცვლებოდა და თანხები თანამედროვე ბაღების გაშენებასა და ხარისხიან წარმოებაზე მიიმართებოდა. თუმცა, ზუსტად ერთ თვეში, 8 ოქტომბრის განკარგულებით, პროგრამა მოულოდნელად დაბრუნდა - სახელმწიფო 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს წელსაც 10 თეთრით ასუბსიდირებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრო
  2. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძემ, დავით სონღულაშვილთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები