რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
ახალი პროფესიის დაუფლება, კარიერული მიმართულების შეცვლა თუ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება – საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?
პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან:
აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;
Tbilisi School of Communication;
Academy of Digital Industry;
Smart Academy;
IT Academy STEP;
Headvice;
BDO Academy;
ScaleUp;
სქილვილი (Skillville);
AgileSchool;
Smart Fish Academy;
Edutech Academy;
Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;
ნეომაინდ აკადემია;
Sky21;
რე ედუქეითი;
ელექტრონული აკადემია;
დიზაინის ინსტიტუტი;
ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.
რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?
სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.
კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.
როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;
აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
სარეკლამო მასალა. დამკვეთი: საქართველოს ბანკი. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.