არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის, გმირია საქართველოშიო - ირაკლი ფავლენიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიას არასდროს უთქვამს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირია, რის საპასუხოდაც მმართველი გუნდი ოპონენტებსა და უცხოელ აქტორებს სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებაში ადანაშაულებს.
თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის ის გმირია.
"არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის, ის გმირია საქართველოშიო. ამაზე იყო საუბარი, ლაზარე გრიგორიადისი არ ეთანხმებოდა ამას და საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ მას არც უსვრია. "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელზე და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე, ზოგადად ასეთი რამ, რომ რაღაც გმირობა, "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს უთქვამს. სოციალურ ქსელში რა დაიწერა, ვერ ვარ პასუხისმგებელი და ვერ გეტყვით, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე არასოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს არის გმირობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით, აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულებს კი შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„არავის უთქვამს, რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ვინც ისვრის, ის გმირია საქართველოშიო. ამაზე იყო საუბარი, ლაზარე გრიგორიადისი არ ეთანხმებოდა ამას და საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ მას არც უსვრია. "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელზე და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე, ზოგადად ასეთი რამ, რომ რაღაც გმირობა, "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს უთქვამს. სოციალურ ქსელში რა დაიწერა, ვერ ვარ პასუხისმგებელი და ვერ გეტყვით, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე არასოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს არის გმირობა“
„არასდროს უთქვამს. სოციალურ ქსელში რა დაიწერა, ვერ ვარ პასუხისმგებელი და ვერ გეტყვით,“
„სროლაზე არასოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს არის გმირობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…