პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას არავინ ვამართლებთ - ირაკლი ფავლენიშვილი

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას არავინ ამართლებს და ლაზარე გრიგორიადის საქმეზე მყარი მტკიცებულებები არ არსებობდა, მმართველ გუნდში კი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.

"მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას არავინ ვამართლებთ - ირაკლი ფავლენიშვილი
რუსთავი 2

ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას - ევროკავშირის დაფინანსებით აწარმოებდნენ კამპანიას "მე ვისროლე" და ითხოვდნენ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლებას, რომელიც, საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას არავინ ამართლებს.

"მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას, ახლა გასაგებია, რომ არავინ არ ვამართლებთ, ხომ? უბრალოდ, ამ ადამიანზე არ არსებობდა მყარი მტკიცებულებები. ეს ერთი და მერე მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, საქართველოში სპეციალური ძალების თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ იდენტიფიცირებულები განსხვავებით ევროპისგან, ამის გამო საერთოდ არ დგებოდა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აი, ეს იყო პრინციპული განმასხვავებელი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი ყველაზე ნათლად ახლა გამოჩნდა, როდესაც ევროპაში პროტესტმა იფეთქა, პარიზში "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის კი დაკავებულებს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: დღეს საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორც არასდროს. გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად დანაშაულია. საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები