პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, საქართველოში კი მოგვიწოდებდნენ, იმავეს ჩამდენის მიმართ მართლმსაჯულება ლოიალური ყოფილიყო - ირაკლი ხელაძე

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ირაკლი ხელაძის განცხადებით, საფრანგეთში პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მკვლელობის მცდელობით ასამართლებენ, მაშინ როცა საქართველოსგან მსგავს ქმედებაზე ლოიალობას ითხოვდნენ, რაც მისი თქმით, ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

ევროპის ქალაქებში მიმდინარე მასობრივი არეულობები თბილისში კვლავ შეფასების საგანია - ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ის მიდგომები, რაც საქართველოსთვის იყო მიუღებელი, მისაღები გახდა ევროპისთვის.

მმართველ გუნდში იხსენებენ, როგორ ცდილობდნენ უცხოელი აქტორები სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას და როგორ უნდოდათ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი გმირად ექციათ - კამპანიით "მე ვისროლე".

"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის შემდეგ, საქართველოში მოგვიწოდებდნენ, რომ გაცილებით ლოიალური უნდა ყოფილიყო ამის ჩამდენის მიმართ მართლმსაჯულება, თუმცა დღეს საფრანგეთში ვუყურებთ, რომ მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციელის მიმართ ისროლა "მოლოტოვის კოქტეილი". ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ უსამართლო დამოკიდებულებები, როგორც ძველ დროში, ისე დღევანდელ მოცემულობაშიც, საქართველოს მიმართ, ძალიან ცალსახაა", - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი ხელაძე: „საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინაშე პირნათელი იყო, როდესაც ამბობდა, რომ პროპორციულ ძალას იყენებდა იმ აქციებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ქვეყანა ათას უბედურებაში გაეხვიათ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები