RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა და განაცხადა, რომ მისი გავლენით ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკას ემსახურება.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა.
ივანიშვილი ამ სიაში პირველად გასულ წელს მოხვდა.
RSF-მა 2026 წელს „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში 33 ადამიანი შეიყვანა, რომლებმაც 2026 წელს ჟურნალისტები და მედიასაშუალებები მიზანში ამოიღეს. მათ შორის არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ამ სიას წელს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეემატა.
„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლების სიძულვილი. მათი იარაღი შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ მიზნები ერთი და იგივეა: დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა და ინფორმაციის მიღების უფლების ფეხქვეშ გათელვა. პრესის გასაჩუმებლად გამოყენებულ მათ მეთოდებს შორისაა: მკვლელობები, პატიმრობა, პროპაგანდა და ტროლების არმიები. ეს ირონიული საპატიო სია ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოყენებული ტაქტიკების მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“, – აცხადებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
„პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში RSF ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:
„მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების რეალურ ძალად რჩება. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს, მჭიდრო კონტროლი დაამყაროს ქვეყნის მედიალანდშაფტზე, განსაკუთრებით ისეთი პროსამთავრობო ტელეარხების მეშვეობით, როგორიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკას ემსახურება: გამოიყენება ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტიგმატიზებულნი, დაშინებულნი და გაჩუმებულნი არიან“.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით 2026 წლის მაჩვენებლებს შორის ასახელებს ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას, რომლის საჩივარიც უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით 2026 წლის მაჩვენებლებს შორის ასახელებს:
ახალი რეპრესიული კანონების მიღებას, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეული ფორმების კრიმინალიზაციას ახდენს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას;
მარეგულირებლის გამოყენებას იმ სატელევიზიო არხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფენ — კერძოდ, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ — მათთვის მთავრობის მიმართ კრიტიკული გარკვეული გამოთქმების გამოყენების აკრძალვამდეც კი.
ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი პროცედურებისა და სანქციების ზრდას, მათ საპარლამენტო აკრედიტაციაზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა
ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა – მედია
RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა
ციტატები სტატიიდან
„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლების სიძულვილი. მათი იარაღი შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ მიზნები ერთი და იგივეა: დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა და ინფორმაციის მიღების უფლების ფეხქვეშ გათელვა. პრესის გასაჩუმებლად გამოყენებულ მათ მეთოდებს შორისაა: მკვლელობები, პატიმრობა, პროპაგანდა და ტროლების არმიები. ეს ირონიული საპატიო სია ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოყენებული ტაქტიკების მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“
„მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების რეალურ ძალად რჩება. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს, მჭიდრო კონტროლი დაამყაროს ქვეყნის მედიალანდშაფტზე, განსაკუთრებით ისეთი პროსამთავრობო ტელეარხების მეშვეობით, როგორიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკას ემსახურება: გამოიყენება ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტიგმატიზებულნი, დაშინებულნი და გაჩუმებულნი არიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…