პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: საქართველოში 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს იმას, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე 21,3%-დან 7,1%-მდე შემცირდა, თუმცა 280 000 ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ირაკლი კობახიძე: საქართველოში 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%, ეს ნიშნავს იმას, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან
იმედინიუსი

სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლება, სამჯერ არის შემცირებული საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წელს სიღარიბე იყო 21,3%, ახლა, შარშანდელი მონაცემებით არის 7,1%.

„როდესაც ვსაუბრობთ სიღარიბის შემცირებაზე და როცა ვამბობთ იმას, რომ შემცირდა 7,1%-მდე, ეს ნიშნავს იმასაც, რომ 280 000 ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ადამიანებიც ამოვიდნენ სიღარიბიდან. ეს ყველაფერი ფაქტებით დასტურდება. ერთი, რომ სტატისტიკაა და შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს სტატისტიკა, მაგრამ მთავარი მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ადამიანები იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში. მილიონი ადამიანი იხდის ამ ფულს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები