პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორ მოქმედებდა ავტომობილების რეექსპორტის თაღლითური სქემა

საქართველოს პროკურატურაფინანსთა სამინისტრო

პროკურატურამ ავტომობილების ფიქტიური რეექსპორტით ბიუჯეტისთვის 545 165 ლარის ზიანის მიყენების ბრალდებით 19 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, ჯგუფმა ყალბი დოკუმენტებით 138 მანქანა ფიქტიურ რეექსპორტში მოაქცია და კანონით დადგენილი გადასახადი არ გადაიხადა.

როგორ მოქმედებდა ავტომობილების რეექსპორტის თაღლითური სქემა
ალია

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოყვანილი 138 ავტომობილი ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით ფიქტიურად მოაქციეს რეექსპორტის რეჟიმში და საქართველოდან კანონით დადგენილ ვადაში არ გაიყვანეს, რაც პირადი ანგარებითი მიზნებისთვის გამოიყენეს.

,,აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეიტანეს კანონით დადგენილი გადასახადი, რითაც სახელმწიფო 545 165 ლარით დააზიანეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად), 25.185-ე მუხლის ნე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივ დაზიანებაში დახმარება) და 25.210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაში დახმარება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები