პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაფინანსთა სამინისტრო

პროკურატურამ ბიუჯეტისთვის 545 165 ლარის ზიანის მიყენებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ორგანიზებულმა ჯგუფმა 138 შემოყვანილი ავტომობილი ფიქტიურად მოაქცია რეექსპორტის რეჟიმში და კანონით დადგენილი გადასახადი არ გადაიხადა.

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოყვანილი 138 ავტომობილი ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით ფიქტიურად მოაქციეს რეექსპორტის რეჟიმში და საქართველოდან კანონით დადგენილ ვადაში არ გაიყვანეს, რაც პირადი ანგარებითი მიზნებისთვის გამოიყენეს. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეიტანეს კანონით დადგენილი გადასახადი, რითაც სახელმწიფო 545 165 ლარით დააზიანეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად), 25.185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივ დაზიანებაში დახმარება) და 25.210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაში დახმარება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 პირს ბრალდება წარუდგინა
  2. ალიაოპოზიციურიროგორ მოქმედებდა ავტომობილების რეექსპორტის თაღლითური სქემა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები