პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ ავტომობილების ჩამოყვანის საბაბით მოქალაქეებისგან 472 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა; სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და მათ ფიქტიური ხელშეკრულებები გაუფორმა. ბრალდებულმა დაზარალებულებს პირადი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა, რაც მიისაკუთრა და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს 472 000 ლარის ზიანი მიადგათ.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები