ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-დან ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და კრიპტოვალუტის საფულესა და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადაარცევინა, რასაც თაღლითურად დაეუფლა.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებარუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 10 ეპიზოდი) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.