პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორგანიზებული ჯგუფი ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებს თავს არიდებდა - ბიუჯეტს ₾549 ათასის ზიანი მიადგა

ფინანსთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტომობილების ფიქტიური რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოვლინდა, რამაც ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. საქმეზე 3 პირი დააკავეს, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა.

ორგანიზებული ჯგუფი ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებს თავს არიდებდა - ბიუჯეტს ₾549 ათასის ზიანი მიადგა
BM.GE

საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

"გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.

სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ.

იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა
  2. ბათუმელებიოპოზიციურიდააკავეს 3 პირი, 16 პირს ბრალი წარედგინა – საგამოძიებო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ. სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ. იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დააკავეს 3 პირი, 16 პირს ბრალი წარედგინა – საგამოძიებოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები