პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეექსპორტის საფასური 450 ლარით გაიზარდა - შემოსავლების სამსახურმა მოსაკრებელი დააწესა

ფინანსთა სამინისტროშემოსავლების სამსახური

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის საფასური 450 ლარით გაიზარდა, რაც ფინანსთა სამინისტროს დადგენილებით ამოქმედდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი მოსაკრებელი აქამდე არსებულ დაახლოებით 600-ლარიან საფასურს დაემატება.

რეექსპორტის საფასური 450 ლარით გაიზარდა - შემოსავლების სამსახურმა მოსაკრებელი დააწესა
BM.GE

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის საფასური 450 ლარით გაიზარდა - შესაბამისი ცვლილება 2026 წლის 16 ნოემბრიდან, ფინანსთა სამინისტროს დადგენილების შესაბამისად ამოქმედდა.

როგორც შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე განმარტავენ, მსგავსი ტიპის მოსაკრებელი აქამდე დადგენილი არ იყო, 2026 წლის 16 ნოემბრიდან კი რეექსპორტის ოპერაციის გაფორმების მოსაკრებელი 450 ლარი იქნება. აქამდე, რეექსპორტის ოპერაციისთვის თანხის გადახდა ხდებოდა შსს მომსახურების სააგენტოში, რაც დაახლოებით 600 ლარი ღირდა და მას დამატებით 450 ლარი ემატება.

"სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით", - ნათქვამია დადგენილებაში.

არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას ატარებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთში; აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიშემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ავტომობილების რეექსპორტის ახალი მოსაკრებელი დარგის კრიზისულ მდგომარეობას დაამძიმებს | ალექსი ნონიაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები