საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავა. საქმეზე ამოღებულია 37 856 ლარის ღირებულების 6 760 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან 600 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საბაზრო ღირებულება 37 856 ლარია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…