დააკავეს 3 პირი, 16 პირს ბრალი წარედგინა – საგამოძიებო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდებისა და ბიუჯეტისთვის 548 809 ლარზე მეტი ზიანის მიყენების გამო 3 პირი დააკავეს, ხოლო 16 პირს ბრალი წარედგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი, 16 პირს კი ბრალი წარედგინა, ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების გამო.
„დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.
სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ“- წერს საგამოძიებო.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…