მელანია ტრამპი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - ვიმედოვნებ, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის
მელანია ტრამპის განცხადებით, ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა, რის ფარგლებშიც რეგიონს დახმარება მიეწოდა და 800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მან თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინასა და რუსეთს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მშვიდობის საფუძველს შექმნის.

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხდებით, უკრინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.
“ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს მელანია ტრამპი.
მისი ინფორმაციით, მისია წარმატებული აღმოჩნდა: რეგიონს მიეწოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება და განხორციელდა 800-მდე ადამიანის ევაკუაცია. “იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის”, - აცხადებს მელანია ტრამპი.
მანამდე, უკრაინის ომბუდსმენმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ხერსონის ოლქში მოქმედებდა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების მიზნით, დასრულდა და ამჟამად განიხილება ასეთი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით“
„იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…