პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი და რუსეთის წარმომადგენელი იანა ლანტრატოვა ოკუპირებულ ოლეშკიში ჩავიდნენ, სადაც დროებითი ზავის პირობებში მოსახლეობისთვის სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება და ევაკუაცია დაიწყო.

ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაცია დაიწყო
რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული მისიის კოორდინირების მიზნით უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი და რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში იანა ლანტრატოვა ჩავიდნენ ხერსონის ოლქთან მოსაზღვრე ქალაქ არმიანსკში, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ეკუთვნის.

ამის შემდეგ ჰუმანიტარულმა ავტოკოლონამ გეზი ოლეშკისკენ აიღო. მანამდე ლუბინეცი და ლანტრატოვა ერთად გამოჩნდნენ მედიის წინაშე.

მათი განცხადებების მიხედვით, ოლეშკის მცხოვრებნი მიიღებენ სურსათს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო პროდუქტებს. ევაკუაციის მსურველებისთვის მომზადებულია 25 ავტობუსი(750 ადგილი), 30-ადგილიანი სპეციალური ტრანსპორტი მწოლიარე პაციენტებისთვის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 ავტომანქანა.

ქალაქ ოლეშკიში უსაფრთხოდ ჩასვლის შემდეგ ლუბინეცმა და ლანტრატოვამ თავიანთ ტელეგრამ-არხებზე ვიდეოები გამოაქვეყნეს.

ჰუმანიტარული კატასტროფა და დროებითი ზავი

ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქალაქ ხერსონთან, რომელიც მარჯვენა ნაპირზეა და უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ოლეშკიზე მუდმივ დარტყმებში, რომელთა გამოც ქალაქის მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო საჭირო პროდუქტების მიწოდება.

ოლეშკისა და მის მეზობელ სოფლებში ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.

23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია.

ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

მოხალისეთა ჯგუფების მონაცემებით, 2026 წლის შემოდგომისთვის ქალაქ ოლეშკიში დარჩენილი იყო დაახლოებით 1500-1700 ადამიანი, მეზობელი სოფლების ჩათვლით კი - დაახლოებით 6000, მათ შორის 200-მდე ბავშვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკიდან მოსახლეობა გაიყვანეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიოლეშკიდან ევაკუირებულების თვითმფრინავები ბელორუსშია - მოსახლეობა უკრაინაში დაბრუნებას ელოდება
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თეთრი სახლი: რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები