პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ფაქტზე, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა

საქართველოს პროკურატურა

პარიზში გამართულ აქციაზე ჟანდარმისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრ ლორან ნიუნესის ცნობით, სამართალდამცველის ეკიპირებას ცეცხლი გაუჩნდა და ის მსუბუქად დაშავდა.

საფრანგეთში, აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ფაქტზე, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა
რუსთავი 2

პარიზში გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების მხრიდან ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილის" საქმეზე, რომლიდანაც ჟანდარმის სპეციალურ აღჭურვილობას ცეცხლი წაეკიდა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ფრანგული მედიის ცნობით, პროკურატურამ ფაქტი მკვლელობის მცდელობის შესაძლო შემთხვევად შეაფასა.

ვიდეო და ფოტო მასალაზე ჩანს, როგორ ესვრიან სამართალდამცველს მოწყობილობას, რომელიც მის ფეხებთან ფეთქდება და ცეცხლი ეკიდება. შემთხვევა გუშინ, პარიზში გამართული დემონსტრაციისას, პორტ-დე-შარენტონის რაიონში მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნესმა განაცხადა, რომ პარიზში, პოლიციის კორდონთან მომხდარი შემთხვევის დროს, ცეცხლი მობილური ჟანდარმერიის თანამშრომლის დამცავ აღჭურვილობას გაუჩნდა. მისი თქმით, ცეცხლი თავად ჟანდარმსაც მოედო, თუმცა საბედნიეროდ, მისმა თანამებრძოლებმა დროულად შენიშნეს და დახმარება აღმოუჩინეს, ის მსუბუქად დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პარიზში დემონსტრაციის დროს ჟანდარმზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს ჟანდარმის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ჩემი განსაკუთრებული თანაგრძნობა იმ ჟანდარმებს ეკუთვნით, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაშავდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები