პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს ჟანდარმის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარიზში საპროტესტო აქციისას ჟანდარმისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა; პრეზიდენტობის კანდიდატებმა მარინ ლე პენმა და ბრუნო რეტაიომ თავდამსხმელების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს ჟანდარმის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა
რუსთავი 2

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს ჟანდარმერიის თანამშრომლის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

მინისტრის თქმით, შემთხვევის შედეგად სამართალდამცველი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, მარინ ლე პენმა („ეროვნული გაერთიანება“) და ბრუნო რეტაიომ („რესპუბლიკელები“) მომხდარი "მიუღებელ ქმედებად" შეაფასეს.

მედიის ცნობით, პოლიტიკოსებმა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ესვრიან სამართალდამცველს "მოლოტოვის კოქტეილს" პარიზში გამართული დემონსტრაციისას.

"ამ თავდასხმის ჩამდენი პირები უნდა იპოვონ და უმკაცრესად დაისაჯონ", - დაწერა მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელ X-ზე და სამართალდამცველებს მობილიზებისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ეს მკვლელობის მცდელობაა", - დაწერა ბრუნო რეტაიომ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პარიზში დემონსტრაციის დროს ჟანდარმზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში, აქციაზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ფაქტზე, საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კორდონის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას მკვლელობის მცდელობად მივიჩნევ - საფრანგეთის შს მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე აქციებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები