პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: მკაცრად ვგმობ ძალადობას პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ - ამის მაგალითია პარიზი, სადაც სამართალდამცველებს სახურავებიდან საკვამურის ნატეხები დაუშინეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა ხუთშაბათს გამართული საპროტესტო აქციების ფონზე პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ განხორციელებული ძალადობა მკაცრად დაგმო და გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: მკაცრად ვგმობ ძალადობას პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ - ამის მაგალითია პარიზი, სადაც სამართალდამცველებს სახურავებიდან საკვამურის ნატეხები დაუშინეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება
იმედინიუსი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლორან ნუნიესი ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, თუმცა მკაცრად დაგმო პოლიციელებსა და ჟანდარმებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცველების პროფესიონალიზმს, რომლებმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყვეს მშვიდობიანი მსვლელობების უსაფრთხოება და ოპერატიულად აღკვეთეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობები.

ამასთან, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა ძალადობრივ ინციდენტებზე.

„მკაცრად ვგმობ ძალადობას პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ. ამის მაგალითია პარიზი, სადაც სამართალდამცველებს სახურავებიდან საკვამურის ნატეხები დაუშინეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება“, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: იმ მომენტიდან, როდესაც ვითარება ქალაქურ ძალადობაში გადადის, თქვენ უკვე აღარ იმყოფებით საზოგადოებრივი წესრიგის სტანდარტული დაცვის რეჟიმში - სრულიად ნორმალურია, რომ პოლიციელებსა და ჟანდარმებს ჰქონდეთ წვდომა მათ ხელთ არსებული არალეტალური იარაღის მთელ სპექტრზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები