საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ბოლო რამდენიმე დღეში 800-მდე ადამიანი დააკავეს - დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში 800-მდე ადამიანი დააკავეს, შეტაკებებისას კი 116 სამართალდამცველი დაშავდა. პარიზში პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, რის გამოც პროკურატურამ გამოძიება საჯარო მოხელის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ 800-მდე ადამიანი დააკავა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საბოლოო მონაცემებით, დემონსტრანტებთან შეტაკებების დროს 116 სამართალდამცველი დაშავდა.
პარიზში, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ ჟანდარმს ცეცხლი წაეკიდა, მან დამწვრობა მიიღო.
პარიზის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება საჯარო მოხელის მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ვიდეოჩანაწერების მეშვეობით სამი ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია. საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით, სამართალდამცველის ან საჯარო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობა უმძიმეს დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და მაქსიმალურ სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…