პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ჩემი განსაკუთრებული თანაგრძნობა იმ ჟანდარმებს ეკუთვნით, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაშავდნენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა თანაგრძნობა გამოუცხადა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაშავებულ ჟანდარმებს და განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა სერიოზული ძალადობა აღკვეთეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ჩემი განსაკუთრებული თანაგრძნობა იმ ჟანდარმებს ეკუთვნით, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაშავდნენ
იმედინიუსი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ „საიმედო, მომზადებულმა და მოქნილმა უსაფრთხოების ზომებმა“ უზრუნველყო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ჩატარება.

ნუნიესმა მაღალი შეფასება მისცა სამართალდამცველების მოქმედებებს, რომელთა წყალობითაც „აღიკვეთა იმ პირთა ქმედებები, რომლებიც მსვლელობების ჩაშლას ცდილობდნენ“.

„მადლობას ვუხდი შიდა უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა სამსახურს, რომლებიც დღეს იყვნენ მობილიზებულნი. მათ მოუწიათ ძალზე სერიოზულ ძალადობრივ ქმედებებთან გამკლავება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაგმოს“, - დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

„ჩემი განსაკუთრებული თანაგრძნობა იმ ჟანდარმებს ეკუთვნით, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაშავდნენ“, - დასძინა მან.

ნუნიესის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები საფრანგეთის ყველა რეგიონში მობილიზებულნი დარჩებიან „იმ დრომდე, სანამ ეს საჭირო იქნება“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: მკაცრად ვგმობ ძალადობას პოლიციელებისა და ჟანდარმების მიმართ - ამის მაგალითია პარიზი, სადაც სამართალდამცველებს სახურავებიდან საკვამურის ნატეხები დაუშინეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები