ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, 2026-2027 წლების სარეწაო კვოტები განისაზღვრა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის არეალი გააფართოვა და კვლევებს ყოველთვიურად 14 წერტილში ატარებს. სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო სამუშაოები ასევე მიზნად ისახავს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებასა და მარაგების დადგენას.

შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, 2026-2027 წლების სარეწაო კვოტები განისაზღვრა
შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, 2026-2027 წლების სარეწაო კვოტები განისაზღვრარუსთავი 2

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს. მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, განისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციები.

"გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.

ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბულში ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება. ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები