ერდოღანის პარტიის სპიკერი ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების წინააღმდეგ “ძალადობას გმობს”
თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერი ომერ ჩელიქი ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების მიმართ პოლიციის ქმედებებსა და ისრაელის გუნდის „პროვოკაციებს“ გმობს.

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) სპიკერი ომერ ჩელიქი საქართველოში, თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოლიციის ქმედებებს გმობს.
ჩელიქის განცხადებით, რეაგირება და ძალის გამოყენება იმ ქომაგების მიმართ, რომლებმაც მატჩის მიმდინარეობისას პალესტინის მხარდამჭერი ბანერი („თავისუფლება პალესტინას“) და დროშა გაშალეს, მიუღებელია.
მანვე გააკრიტიკა ისრაელის გუნდის ქმედებები უშუალოდ თამაშის დროს უწოდა მას სიმულაცია და აღნიშნა, რომ თურქული მხარე დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობას აკვირდება.
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა კაცობრიობის ალიანსის სახელით ისაუბრეს და კაცობრიობის ხმად იქცნენ. მკაცრად ვგმობთ ისრაელის გუნდის პროვოკაციებს მოედანზე. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ინციდენტის შედეგად დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით“, — წერს ომერ ჩელიქი.
ომერ ჩელიქი არის თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AK Parti) პრესსპიკერი, თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს (MKYK) წევრი. იგი ასევე არის თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) დეპუტატი ადანის პროვინციიდან.
ბათუმში შეწყდა თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ შეხვედრა, რომელიც ბათუმი არენაზე იმართებოდა. სტადიონზე არეულობაა. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივარს შორის. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. „ბათუმელების“ რეპორტიორების ცნობით, დაკავებულია რამდენიმე გულშემატკივარი. სტადიონისკენ დაიძრა სპეცრაზმიც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…