ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2026 წელს 219 გემის ინსპექტირება განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შავი ზღვის დაცვის სამმართველომ 219 გემი შეამოწმა და 40 სამართალდარღვევა გამოავლინა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 35 ათას ლარს გადააჭარბა.

შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2026 წელს 219 გემის ინსპექტირება განახორციელა
შავი ზღვის დაცვის კონვენციურმა სამმართველომ 2026 წელს 219 გემის ინსპექტირება განახორციელაიმედინიუსი

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.

შავი ზღვის აკვატორიაში გარემოსდაცვით სახელმწიფო კონტროლს დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო ახორციელებს. სამმართველო საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა თუ ნავსადგომებში შემოსული გემების მონიტორინგს ახდენს.

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 219 გემის ინსპექტირება განახორციელეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 40 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 13 მცურავი საშუალებებიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია, რაც 100 000 ლარიან ჯარიმას და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, 1 - გემიდან ზღვის საყოფაცხოვრებო-მყარი ნარჩენებით დაბინძურების ფაქტი, 6 - თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი, 1 - თევზჭერის წესებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი, 19 - სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების ფაქტი.

წლის განმავლობაში ამოღებულია ზღვაში უკანონოდ ჩაგებული 40 ცალი სახლართი ტიპის ბადე.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 35 ათას ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი მილიონ ლარზე მეტია.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები, რაც ერთი მხრივ შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები