ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, გაფართოებული არეალით ყოველთვიურად 14 წერტილში ახორციელებს.

31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა
31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეაიმედინიუსი

გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში განისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციები.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.

ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბულში ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, 2026-2027 წლების სარეწაო კვოტები განისაზღვრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები