პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“ყველაზე იაფი თევზი, ღარიბების საჭმელი, კილო 20 ლარი ღირს” – ზურაბ ბაუჟაძე

ჟურნალისტი ზურაბ ბაუჟაძე აცხადებს, რომ ყველაზე იაფი თევზი, ქაფშია, 20 ლარი ღირს, მიუხედავად იმისა, რომ წელს მისი სიმცირე არ შეინიშნება.

“ყველაზე იაფი თევზი, ღარიბების საჭმელი, კილო 20 ლარი ღირს” – ზურაბ ბაუჟაძე
ალია

ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე:

ყველაზე იაფი შავი ზღვის თევზი – ქაფშია, ღარიბების საჭმელი, კილო 20 ლარი ღირს.

ქაფშია 20 ლარი!

არ იფიქროთ ფასის მიზეზი ქაფშიის სიმცირე იყოს. არა, თურქული მედია წერს, რომ აურაცხელი ქაფშიის ჯოგებია წელს და თევზაობას ვერ ავუდივართო.

ასეა ჩვენს ტერიტორიულ წყლებშიც.

ჰოდა; დუღს ეკონომიკა, თუხთუხებს და ამ თუხთუხის დროს წარმოქმნილი ორთქლი აძვირებს ყველაფერს.

ჩემს სახლთან თევზის მეურნეობაში კილო ორაგული ღირს 22 ლარი და ბარემ იმას ვიყიდი, რაღა ქაფშიაში გადავიხადო 20 ლარი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შავ ზღვაში დასაჭერი ქაფშიის კვოტა წელს 90 ათასი ტონით განსაზღვრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები