სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ბათუმში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც 12 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ბათუმში დააკავეს
ბავშვის გაუპატიურებისთვის ინტერპოლით ძებნილი ბათუმში დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…